მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა - ჯამურად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით არის შემცირებული

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა. ჯამურად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით არის შემცირებული.

ამის შესახებ საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს 2 734.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 2 810.5 ათასს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.

ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 2 273.0 ათას შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 0.1 პროცენტით მეტია.

2026 წლის იანვარ-ივნისში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 931.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით - 39.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.

“იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა, ტურიზმიდან შემცირება წელს მოსალოდნელი იყო, თუმცა მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად არის შემცირებული. ჯამურად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით არის შემცირებული. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ეს აღდგება და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს შესაბამისი ქვეყნებიდან ტურიზმის მაჩვენებელი მზარდი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა