ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერსპექტივაში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები განახლდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საერთო ინიციატივა და საერთო პოლიტიკური სურვილი არსებობს, რომელიც დადასტურებულია და სამმხრივი მოლაპარაკებების მიმართულებით სვლას გულისხმობს“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინარჩუნებს, თუმცა რაიმე სახის სამოქმედო გეგმა არ არსებობს.
„ჩვენ არ გვსურს და არც ვაპირებთ, რომ საჯარო ფორმატში რაიმე „პუნქტი“ განვიხილოთ. კერძოდ მაშინ, როდესაც ამ ეტაპისთვის, შეთანხმებული ან თანმიმდევრული საგზაო რუკა ან პროგრამა არ არსებობს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.