ზაზა ვაშაყმაძე აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის არქიეპისკოპოსს შეხვდა

9 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძესა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის არქიეპისკოპოს გევორქ დანკაიეს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკისა და პროექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას.

“არქიეპისკოპოსმა სააგენტოს ხელმძღვანელს საქართველოში სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ ეკლესია დოქტრინულად კათოლიკური ეკლესიის ნაწილად მოიაზრება და რაიმე მნიშვნელოვანი გადაკვეთა სომხურ ეკლესიასთან არ აქვს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა