Financial Time - CIA-ის დირექტორმა შესაძლოა წამყვანი როლი დაიკავოს რუსეთ-უკრაინის საკითხში აშშ-ის მოლაპარაკებებში

CIA-ის დირექტორმა შესაძლოა წამყვანი როლი დაიკავოს რუსეთ-უკრაინის საკითხში აშშ-ის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Time-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ თეთრი სახლი განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ჩართულობის შემცირებას, რომლებიც აქამდე საკვანძო როლს თამაშობდნენ მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკებებში.

CIA-ის დირექტორთან, ჯონ რეტკლიფთან დაახლოებულმა მაღალჩინოსნებმა ევროპელ კოლეგებს შეატყობინეს, რომ ის უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიაში და, ამავდროულად, კონტაქტს შეინარჩუნებს ორივე ქვეყნის დაზვერვებთან.

თუმცა, გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

წყაროების ინფორმაციით, უიტკოფი, რომელიც ტრამპის ახლო მეგობარია, სავარაუდოდ შეინარჩუნებს სამშვიდობო მისიებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის თანამდებობას, რაც ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებებსაც მოიცავს. წყაროების თქმით, მან შესაძლოა უკრაინასთან დაკავშირებულ პროცესში რეტკლიფთან ერთად გააგრძელოს მონაწილეობას.

ორი წყაროს თქმით, რეტკლიფსა და უიტკოფს შორის ბრძოლა გრძელდება იმაზე, თუ ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა