კახა კახიშვილი - ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა თანამდებობის პირების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სასჯელაღსრულების დაწესებულება, არავის აქვს "ორი თავი" - ყველა ძალიან ფრთხილად იქნება

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის განცხადებით, პატიმრების, განსაკუთრებით კი ყოფილი თანამდებობის პირების, სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა უწყების ხელმძღვანელობასა და იუსტიციის მინისტრს ეკისრება, ამიტომ სისხლისსამართლებრივი და მორალური რისკების თავიდან ასაცილებლად „ყველა ძალიან ფრთხილად იქნება“.

როგორც პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე საპატიმროებში, მათ შორის რუსთავი მე-12 დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიან ყოფილი თანამდებობის პირები, 24 - საათიანი მეთვალყურეობის სისტემაა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას კახიშვილმა აღნიშნა, რომ სისტემაში არავის აქვს „ორი თავი“ შესაბამისად, ყველა სიფრთხილეს გამოიჩენს.

„ჩემი ვარაუდით 99 პროცენტი არიან [მეთვალყურეობის ქვეშ] . უბრალოდ 100 პროცენტად ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ თანამდებობის პირი, რომ ვიცოდე. ჩემ დროს 100 პროცენტიანად იყო მეთვალყურეობა. არავის სურს ძალიან სერიოზულ საფრთხეში ჩაიგდოს თავი, არც მინისტრს, არც დაწესებულების დირექტორს, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ განსაკუთრებული ყურადღება იქმნება, როგორც სისხლისსამართლებრივი ისე მორალური, თუ რაღაც მოხდება ისეთი. ამიტომ ყველა ძალიან ფრთხილად იქნება და დარწმუნებული ვარ ჩანაწერები [მეთვალყურეობის] რა თქმა უნდა იარსებებს. სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე არა მხოლოდ მის, არამედ ნებისმიერ სხვა[პატიმრის] განსაკუთრებით, მასზე და სხვა თანამდებობის პირებზე ვსაუბრობ, პასუხისმგებელი არის სასჯელაღსრულების დაწესებულება ხელმძღვანელობა იუსტიციის მინისტრი, შესაბამისად არავის აქვს ორი თავი, რომ თავის მომავალი მოსპოს და აღმოჩნდეს იქ, სადაც იმყოფებიან ყოფილი თანამდებობის პირები”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა