დონალდ ტრამპი - პუტინთან შესანიშნავი საუბარი მქონდა, მას შეთანხმების მიღწევა სურს და თუ ზელენსკის სურს, ეს ძალიან კარგი იქნება - შეფერხება იმაშია, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი ყველაფერზე მეტად ეზიზღებათ

შესანიშნავი საუბარი მქონდა პუტინთან, მას შეთანხმების მიღწევა სურს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას შეთანხმების მიღწევა სურს. და თუ ზელენსკის სურს შეთანხმების მიღწევა, ეს ძალიან კარგი იქნება,” - განაცხადა ტრამპმა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს ასეთ შემთხვევაში რა არის შეფერხება.

“შეფერხება იმაშია, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი ეზიზღებათ. ყველაფერზე მეტად ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი…

ხალხს ველაპარაკები. მხოლოდ ამას ვაკეთებ - ხალხს ველაპარაკები მთელი ჩემი ცხოვრება. ვიცი შეთანხმებების შესახებ და ეს ორი ადამიანია, რომლებიც ბრძოლით არიან დაღლილი”, - განაცხადა ტრამპმა.

როდესაც მას სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, ტრამპმა უპასუხა: “ეს შეიძლება მოხდეს. კარგი საუბარი გვქონდა, ეს შეიძლება მოხდეს”.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა