დონალდ ტრამპი - გპირდებით, აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქე 5000 დოლარს მიიღებს, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესში კონტროლს შეინარჩუნებენ

აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქე 5000 დოლარს მიიღებს, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესში კონტროლს შეინარჩუნებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ დალასში, „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ წარმოიდგინონ, შუალედურ არჩევნებზე ხმას დონალდ ტრამპს აძლევენ.

„გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ კანდიდატთა სიაში მეც ვარ. რადგან, თუ დავმარცხდებით, თქვენ დაკარგავთ საზღვარს, დაკარგავთ შემცირებულ გადასახადებს, დაკარგავთ უსაფრთხოებასა და სიმდიდრეს. გპირდებით: თუ „რესპუბლიკელები“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გაიმარჯვებენ, მაშინ, ჩვენი ეკონომიკური წარმატებების დამსახურებით, აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქე 5000 დოლარის დივიდენდს მიიღებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა