„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.
„მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, - ასე უპასუხა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.