აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია - ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს ოპერაციას და იმპლანტაციას - რაც 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება - ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო

აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩატარებული კვლევებისა და საჭირო ქირურგიული პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, „მისი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე აქვს თვალთან დაკავშირებული პრობლემები და სჭირდება ქუთუთოს/პტოზის ოპერაცია“.

„ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე მაქვს თვალთან დაკავშირებული პრობლემები და მჭირდება ქუთუთოს/პტოზის ოპერაცია. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ბრძოლა მხოლოდ ჯანმრთელობის აღდგენისთვის აღარ მიწევს.

საფრანგეთში მითხრეს, რომ თუ რეკონსტრუქციულ ოპერაციას პლასტიკური ქირურგი ჩაატარებს და არა ნეიროქირურგი, ამ ოპერაციის დაფინანსების საკითხი პრობლემური ხდება/შეიძლება არ დაფინანსდეს. ჩემი მდგომარეობა კი პირდაპირ უკავშირდება თავის ქალისა და თავის ტვინის მიდამოს მძიმე ტრავმას და ამიტომ საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობას.

მე ვითხოვ შესაძლებლობას, აღვიდგინო ის, რაც ძალადობის შედეგად დავკარგე. ეს არის იმ ძალადობის კვალი, რომლის გამოც დღესაც მიწევს ოპერაციებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ელემენტარული სამართლიანობისთვის ბრძოლა.

მე ვხედავ იმ ხელისუფლების ხელწერას, რომლის მმართველობის პირობებშიც მოქალაქის სხეულზე დარჩენილი ჭრილობაც კი შეიძლება წლების განმავლობაში უპასუხოდ დარჩეს. ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს. თვალის მდგომარეობის გაუმჯობესებაც შესაძლებელია. მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება. ეს არის ჩემი ისტორია. ეს არის ჩემი სხეულის მტკიცებულება. და ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მე მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო“,- წერს თირქია სოციალურ ქსელში და საკუთარი სამედიცინო გამოკვლევის ფოტოს ასაჯაროებს.

ცნობისთვის, თბილისში 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე აქციებზე 22 წლის ალექსანდრე თირქია დაშავდა, რომელიც ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა