მოლდოვის მთავრობის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ნორვეგიაში გაფრენა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო გადაიდო და თვითმფრინავს აფრენის ნებართვა მას შემდეგ მიეცა, როცა დრონის ჩამოვარდნა დადასტურდა

მოლდოვის მთავრობის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ნორვეგიაში გაფრენა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო გადაიდო.

მოლდოვის მთავრობის წარმომადგენელმა Reuters-თან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „თვითმფრინავს ლამის დრონმა დაარტყა, როდესაც მოლდოვიდან ფრინდებოდა“, რათა ნორვეგიაში მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვას დასწრებოდა.

კიშინიოვის განცხადებით, მოლდოვის საჰაერო სივრცეში ორი დრონი დააფიქსირეს. ერთი მოლდოვაში ჩამოვარდა, ხოლო მეორე რუმინეთში გაფრინდა.

მათივე თქმით, საჰაერო სივრცის დახურვის გამო შვიდი რეისი გადაიდო.

მოლდოვის მთავრობაში აღნიშნეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს აფრენის ნებართვა მას შემდეგ მიეცა, როდესაც დრონის ჩამოვარდნა დადასტურდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა