ლევან იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს (EUR), დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს (DRL), ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს (INL), ასევე საგარეო დახმარების ოფისის (FAO) წარმომადგენლებთან.

„სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამერიკულ მხარეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ძირითად ტენდენციებსა და მისი რეკომენდაციებს შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი გამოძიებების წარმართვის მნიშვნელობასა და რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხებისადმი, საუბარი შეეხო ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკულ ინსტიტუტებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას, განაგრძოს სვლა დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

ვაშინგტონში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა