თეიმურაზ პაპასქირი - უკვე ვიცით, ნამუსგარეცხილმა იაგო ხვიჩიამ ვისი დავალებითაც მოიტანა ყბადაღებული „40 მილიონი“, მან აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და ამას აჰყვა ხალხი ოპოზიციაში - პრობლემა გვაქვს აზროვნებასთან და სინდისთანაც!

ხვალ ბიძინა ივანიშვილმა რომ გაიღვიძოს და თქვას, ირაკლი ღარიბაშვილი დამნაშავე არ ყოფილა და ყველაფერი ირაკლი კობახიძემ შეთხზა, შეიძლება მათ ადგილებიც კი გაუცვალოს - “ქართული ოცნების“ პირობებში ყველაფერი შესაძლებელია, - ეს შეფასება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თეიმურაზ პაპასკირმა გააკეთა.

პაპასკირის თქმით, ნათელია, რომ კობახიძეს წასვლა მოუწევს, თუმცა “წყლის ნაყვაა იმაზე საუბარი, თუ როდის მოხდება ეს და ვინ შეცვლის კობახიძეს, რადგან ყველაფერი ერთი ადამიანის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული“.

“როცა ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ჩასვეს, გაჩნდა ვარაუდი, რომ ბრძოლა “ქართულ ოცნებაში“ დასრულდა და ეს ბრძოლა ირაკლი კობახიძემ მოიგო. ახლა ვხედავთ, რომ შესაძლებელია რაღაც რევანშის ვარიანტები არსებობს, ოღონდ ეს თავიდან ბოლომდე ერთი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, როგორც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, ისე მოხდება. ხვალ ბიძინა ივანიშვილმა რომ გაიღვიძოს და თქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დამნაშავე არ ყოფილა და ყველაფერი ირაკლი კობახიძემ შეთხზა, შეიძლება მათ ადგილებიც კი გაუცვალოს - “ქართული ოცნების“ პირობებში ყველაფერი შესაძლებელია.

სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, სამართლიანი გამოძიება არ ჩატარდება. სამართლიანი გამოძიების პირობებში, ეჭვი მაქვს, რომ ორივე ციხეში აღმოჩნდება, მანამდე კი ეს სიტუაცია იქნება. დღეს ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არა გვაქვს და ვერც ერთ განაჩენზე ვერ იტყვი, რომ განაჩენი სამართლიანად არის გამოტანილი.

ნათელია, რომ ირაკლი კობახიძეს წასვლა მოუწევს. აქ საუბარია, თუ როდის მოხდება ეს. წყლის ნაყვაა იმაზე საუბარი, თუ როდის მოხდება ეს და ვინ შეცვლის კობახიძეს, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია ერთი ადამიანის გუნება-განწყობაზე და შესაძლოა გუნება-განწყობილება მას დღეში რამდენჯერმე შეეცვალოს“, - განაცხადა თემურ პაპასკირმა.

გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი თემა “კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაჩენილი დაპირისპირება იყო. პაპასქირის თქმით, მათ პარტიას არაფერი დაუწყია და “მხოლოდ იშვიათი პასუხის რეჟიმში არიან“.

“ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ერთადერთი საკითხი, რომლის გამოც ის მიხეილ სააკაშვილს შეეპასუხებოდა, არის აფხაზეთის საკითხი - აფხაზეთის ჩაბარებას ვერასდროს ვერავინ დამაბრალებსო. მხოლოდ ამით იყო გამოწვეული ის ერთადერთი პასუხი, რომელიც ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს გასცა.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას არ ვაქცევდით, რადგან არ გვეგონა, რომ ვინმემ დაიჯერებდა ისეთ სისულელეს, როგორიცაა პარტიის ერთი კონკრეტული პირისგან 40 მილიონი ლარით დაფინანსება. ინფორმაცია საჯარო იყო - ცნობილი იყო, თუ რა ოდენობის შემოწირულება შემოვიდა და რა ფული დაიხარჯა. ამას “ქართული ოცნება“ ამოწმებდა არა მხოლოდ წინა საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ შემდგომ პერიოდში. ამიტომ პარტიამ საჭიროდ არ თვლიდა ამაზე პასუხის გაცემას. ნიკა გვარამიას პოზიცია იყო, რომ ილაპარაკებენ და მიხვდებიან, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ არ დასრულდა ამ ყბადაღებული 40 მილიონის ტრიალი. ახლა კი გაირკვა საიდან მოიტანა იაგო ხვიჩიამ ციფრი 40 მილიონი. ქართულ პოლიტიკაში მყოფმა აბსოლუტურად ნამუსგარეცხილმა იაგო ხვიჩიამ სხვისი დავალებით - და უკვე ვიცით, ვისი დავალებითაც - აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა. ამას აჰყვა ხალხი ოპოზიციურ სპექტრში. აშკარად პრობლემა გვაქვს ლოგიკურ აზროვნებასთან, პრობლემა გვაქვს სინდისთან და სამიზნეც გაასწორონ!“ - განაცხადა პაპასკირმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა