უკრაინული მედია - რუსებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონით ბენზინგასამართ სადგურს უკრაინის დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში დაარტყეს.

მისი თქმით, ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს.

კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა