„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ წევრები საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ წევრების ნოდარ ხარშილაძე, პაატა დავითაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ალექსი ბარბაქაძე და ირაკლი ტაბლიაშვილი, დღეს, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ შექმნის მიზნები და ამოცანები, ასევე ანექსიის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ წევრებმა მადლობა გადაუხადეს პოლონეთის რესპუბლიკას და პოლონელ ხალხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე შეთანხმდნენ ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა