საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ჰელსინკში სამუშაო შეხვედრებს მართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკში იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „ექსპერტიზ ფრანსეს“ ტექნიკური მხარდაჭერითა და ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ხორციელდება.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ფინეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ, სადაც ასოციაციების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და პროფესიული კავშირების განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და ფინეთის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმ პრაქტიკისა და გამოცდილების ქართველი ადვოკატებისთვის გაცნობის შესაძლებლობას, რომელიც პროფესიული საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფინეთის პროფკავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები პროფესიული გაერთიანებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა