ელენე ხოშტარია - გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, დავამყარო ურთიერთობა, ეს არის ჩემი ნიჭიო, ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩის“) ლიდერის იაგო ხვიჩიაბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, „იაგო ხვიჩიას საკანში ელოდება და თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს“.

„გავიგე, იაგო ხვიჩია პოლიტიკოსებს ხვდება, ყველასთან მინდა, რომ დავამყარო ურთიერთობაო, ეს არის ჩემი ნიჭიო. ჰოდა, ველოდები ჩემს საკანში. თუ უნდა, მეგობრებიც წამოიყოლოს, ბევრ დროს არ წავართმევ!“,-წერს ელენე ხოშტარია წერილში.

ცნობისთვის, „თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი „გირჩის“) ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ 2025 წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. „მისი შთაბეჭდილებით, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გონიერი და ადეკვატური ადამიანი“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა