ემანუელ მაკრონი - ევროპის კოსმოსური პროგრამა უნდა გავაძლიეროთ

ევროპის კოსმოსური პროგრამა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსურ საკითხებზე მიმდინარე საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კოსმოსი ერთადერთ გლობალურ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც არსებული რისკების შესაბამის რეგულაციებს არ ექვემდებარება. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ერთობლივი მმართველობაა აუცილებელი. საფრანგეთს უნიკალური კოსმოსური ისტორია აქვს. აქ კოსმოსური პოლიტიკა ყოველთვის თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, სამიტის ფარგლებში 51-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდება, რომლებიც 20 მილიარდი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს.

ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ კოსმოსში საკუთარი პილოტირებადი ფრენები უნდა განავითაროს.

„გვსურს, რომ ევროპამ პილოტირებადი კოსმოსური ფრენების სფეროში საკუთარი ამბიცია აჩვენოს. მსურს ვიხილო, თუ როგორ აფრინდება 10 წელიწადში კურუდან პირველი პილოტირებადი კაფსულა, რომლის ბორტზე ევროპელი და სხვა ქვეყნების ასტრონავტები იქნებიან. ჩვენ ტემპი უნდა დავაჩქაროთ. ევროპულ ინტერესს პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ. ეს არც ბინძური სიტყვაა და არც პროტექციონიზმი. ეს გულუბრყვილობაზე უარის თქმას წარმოადგენს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა