საპენსიო ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.
„აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.