ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

მას სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა.

როგორც ეკა კუპატაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის მძიმე იყო დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების დამოკიდებულება და განწყობა.

“გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნია იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა