ანდრეი სიბიგა დნეპრში Bunge-ს ქარხანაზე დარტყმაზე -  რუსეთი ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს - ეს ხაზს უსვამს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობას

რუსეთი უკრაინაში ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარტყა დნეპრში სამოქალაქო დანიშნულების მზესუმზირის ზეთი მწარმოებელ ქარხანას, რომელი ამერიკულ აგრობიზნესის გიგანტ Bunge-ს ეკუთვნის.

როგორც მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა, ქარხანამ კი სერიოზული ზიანი მიიღო.

ეს არა შემთხვევითობა, არამედ ამერიკული ბიზნესებისა და ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ სისტემური ტერორის კამპანიის ნაწილია. ეს მოხდა სუმის რეგიონში კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიაზე თავდასხმიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ.

ასეთი დარტყმები ხაზს უსვამს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობას და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რათა ვაიძულოთ მას ომის დასრულება და შინაარსიან დიპლომატიაში ჩართვა,” - წერს სიბიგა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა