მედია - “გაურკვეველი საფრთხის” გამო პოლიცია დიუსელდორფში უკრაინის საკონსულოში მასშტაბურ ოპერაციას ატარებს

დიუსელდორფში “გაურკვეველი საფრთხის” გამო პოლიცია უკრაინის საკონსულოში მასშტაბურ ოპერაციას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გენერალურ საკონსულოში “გაურკვეველი საფრთხეა” და შენობის მახლობლად პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ატარებს, თუმცა არანაირი დეტალები არ გაუმჟღავნებია იმაზე თუ რა მოხდა.

მედიის ინფორმაციით, საღამოს საათების დასაწყისში საკონსულოს მიმდებარე ვრცელი ტერიტორია შემოსაზღვრული იყო. პოლიციამ დიუსელდორფის ცენტრში ქუჩის მონაკვეთი გადაკეტა და ადგილზე პოლიციის რამდენიმე მანქანა იმყოფებოდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა