დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას არ ნანობს. „არა. არ მჯერა სიტყვა სინანულის. თუ ამის გაკეთება თავიდან მომიწევდა, მაშინ ისევ ისე მოვიქცეოდი. მე მათ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა წავართვი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ჩარევის გარეშე ახლა ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა.
„ისინი მთელ ახლო აღმოსავლეთს პირისაგან მიწისა აღგვიდნენ და ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებს დაიწყებდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ ირანთან ომი ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.
„ეს არჩევნების შემდეგ მალევე უნდა დასრულდეს. შესაძლოა, ეს არჩევნებამდეც მოხდეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ მალევე მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.