ოთარ ფარცხალაძე - რაც არ უნდა შეეცადონ დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება და არა ცრუ დასავლური ნარატივების

საქართველოს მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობებს არ აჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, „რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა მის ყველაზე მძიმე დროს, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ იდგა“.

„რაც არ უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება და არა ცრუ დასავლური ნარატივების“, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა