Politico - კაია კალასს სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები ევროკავშირის პროკურატურამ გამოიძიოს

კაია კალასს სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები ევროკავშირის პროკურატურამ გამოიძიოს, - ინფორმაციას Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, კაია კალასის ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის პროკურატურა უფლებამოსილებას მიიღებს, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრას იმ კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ინიციატივა ევროკავშირის პროკურატურას საშუალებას მისცემს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის სუბიექტებთან თანამშრომლობენ და მონაწილეობენ, როგორც საქონლის მიწოდების, ისე ფულის გათეთრების ოპერაციებში.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნული იდეა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე წამოაყენა, თუმცა კონკრეტული წინადადება არ წარუდგენია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა