„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის - თამარ (თათია) მექვაბიშვილის დარღვეულ უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი საჩივარი ეხება ტროტუარზე, მშვიდობიან საპროტესტო აქციაში თამარ მექვაბიშვილის მონაწილეობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და პატიმრობის შეფარდებას.

„ივანიშვილისა და მოსამართლეთა კლანის მიერ მართულმა სასამართლომ თამარ მექვაბიშვილი პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე, მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ყველა სხვა მსგავს საქმეში, ამჯერადაც პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების დადგენილებები აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებთან. ისინი ასევე წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილ ფაქტებთან, რადგან აღნიშნულ ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ პარლამენტის წინ ტროტუარზე შეკრებილი მომიტინგეები, მათ შორის, თამარ მექვაბიშვილი არავის გადაადგილებას არ უშლიდნენ ხელს.

ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვას მართლმსაჯულების საერთაშორისო ორგანოში, რადგან სამართლის ძიება ეროვნულ სასამართლოებში ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა