დიმიტრი პესკოვი - თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, მაშინ ის რუსეთის სამიზნედ იქცევა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ლიეტუვაში ბირთვული იარაღი განთავსდება, მაშინ „ცხადია, რომ ეს იარაღი რუსეთისკენ იქნება მიმართული და არა დასავლეთისკენ“.

„თუ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდება, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მომართული, მაშინ ამ ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნე გახდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტი გეგმავს, რომ 2027 წლის დასაწყისში კონსტიტუციიდან 137-ე მუხლის ამოღების საკითხი განიხილოს, რომელიც ლიეტუვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას კრძალავს. ლიეტუვის სეიმის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ინიციატივას მხარი ოთხშაბათს დაუჭირა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა