ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენ გვაქვს საქმიანი კითხვები, რაზეც პასუხების მაგივრად ცილისწამებასა და ჭორებს ვისმენთ - მარტივი გამოსავალია, დაუჯდე ანა წითლიძეს დებატებში, მაგრამ როცა არ უჯდები, სრულიად გასაგებია, რატომაც

ჩვენ გვაქვს საქმიანი, პრაქტიკული კითხვები, რაზეც პასუხების მაგივრად ცილისწამებასა და ჭორებს ვისმენთ. ამის მარტივი გამოსავალია, დაუჯდე ანა წითლიძეს დებატებში, მაგრამ როცა არ უჯდები, სრულიად გასაგებია, რატომაც არ უჯდები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძისა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.

მისი თქმით, საქმიან შეკითხვებისთვის პასუხის გაცემის მაგივრად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის.

„როდესაც „ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, თუ როგორი დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით, გაიხსენონ, თავად როგორ წერენ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებებს, როგორ იჭერენ ერთმანეთს და იმეტებენ მოსაკლავად.

ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული შეკითხვები. როდესაც ის დებატებს ითხოვს, თუ ვინმეს აქვს საპირისპირო აზრი, დაუჯდეს დებატებში. არ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს და არც მუდმივად შეურაცხმყოფელი განცხადებებით არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი იმის გარდა, რომ შეკითხვებს პასუხები გასცენ.

ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ საქმიანი კითხვები, მათ აქვთ პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება. იმის მაგივრად, რომ პრაქტიკულ პასუხებს ვისმენდეთ და დებატებში გვისხდებოდნენ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ უნდა ვისმენდეთ. სწორედ ეს აჩვენებს, ვისკენ არის სიმართლე, იმის მაგივრად, რომ ადამიანს გასცე საქმიანი პასუხი და დებატებში დაუჯდე, მას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს შეურაცხყოფას აყენებენ. საზოგადოებისთვისაც კარგად და გასაგებად ჩნდება, ვის მხარესაა სიმართლე.

ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. შესაძლოა საქმიანი შენიშვნები არსებობდეს, მაგრამ ამაზე ივანიშვილის პროპაგანდა როცა საუბრობს, სადაც ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად იმეტებენ და მკვლელობებს აბრალებენ უბრალოდ ტრაგიკომიკურია.

მაშინ, როდესაც „ოცნების“ მაღალჩინოსნებს ერთმანეთის წინააღმდეგ „პასტები“ შემოელიათ, ეს ხალხი სხვებზე რომ საუბრობს, მართლა ტრაგიკომიკურია. ჩვენ გვაქვს საქმიანი, პრაქტიკული კითხვები, რაზეც პასუხების მაგივრად ცილისწამებასა და ჭორებს ვისმენთ. ამის მარტივი გამოსავალია, დაუჯდე ანა წითლიძეს დებატებში, მაგრამ როცა არ უჯდები, სრულიად გასაგებია, რატომაც არ უჯდები”,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ნიკა გავარამიაზე ისაუბრა.

„გვარამიამ მითხრა, „მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალა და მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო“, მაშინ ვიფიქრე, გაუფრენია ამას - მეთქი“,- განაცხადა წითლიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა