შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე - როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველამ, ვინც კი ჩვენება მისცა, თქვა: ჩვენ ვართ ჭორიკანები, უბრალოდ ვჭორაობდით, არგუმენტი არა გვაქვს - უნდათ, ამ ჭორაობით ხალხი ანერვიულონ და კონსპირაციები შეთხზან

როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველამ ვინც კი ჩვენება მისცა - ნიკა გვარამიათი დაწყებული და დიტო ჩუბინიძით დამთავრებული - მივიდა და თქვა: ჩვენ ვართ ჭორიკანები, უბრალოდ ვჭორაობდით, არავითარი ფაქტი და არგუმენტი არა გვაქვს! - ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, ვიცოდეთ, რომ მედია სასტიკი იარაღია, რითაც შეიძლება, რომ ადამიანებს აბსოლუტური ბოდვა ჭეშმარიტებად წარმოუდგინო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პაპუაშვილმა „ბოდვა“ უწოდა გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის განცხადებებს, რომელიც მან დავით გარეჯის თემაზე გაზეთ „ასავალ-დასავლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, „როდესაც ადამიანი იტყვის, რომ აქვს საიდუმლო კოდები, რომლითაც სადღაც შეძვრა, რაღაცა ნახა, ხოლო ი, რაც ნახა არავის ანახებს, უნდა მივხვდეთ, რომ ეს არის ბოდვა“.

„ადამიანის ბოდვა პროპაგანდის იარაღად აქციეს. დღეს გამოდის „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი და ამბობს, რომ არანაირი მტკიცებულება არ უნახავს - არც ფურცელი, არც სიტყვა, არც დოკუმენტი. გამოდიან და გარდაცვლილი ადამიანის სახელით ბრალს უყენებენ ხელისუფლებას ისე, რომ არაფერი არ აქვთ. გამოკითხვებმა ძალიან კარგად დაგვანახა, თუ რა უნარი აქვს მედიას - შეუძლია აბსოლუტური ბოდვა ისე წამოაჩინოს, საზოგადოება ალაპარაკოს და ვიღაცას დააჯეროს, ხოლო თავად იცოდნენ, რომ ეს არის ბოდვა. როცა საქმე საქმეზე მიდგა და კითხვები სერიოზულად დაისვა, თუ რა აქვთ ხელში, თავადვე თქვეს, რომ არაფერი არა აქვთ. ყველა ეს ადამიანი თავადვე ამბობს, რომ არის ჭორიკანა - ყველა ამ ადამიანმა პოლიტიკოსმა თუ ჟურნალისტმა, ვინც მივიდა და ჩვენება მისცა, თქვა, რომ ვართ ჭორიკანები და ჩვენთვის ვჭორაობდით. უნდათ, რომ ამ ჭორაობით ხალხი ანერვიულონ და კონსპირაციები შეთხზან.

ეს მედია [ასავალ-დასავალი] საკუთარი კონსპირაციებით გამორჩეულია, არ მინდა რამე-რამესთან დავაკავშირო - სამართლებრივ საკითხებს სამართლებრივი პასუხები ექნება და აქვს. რაც შეეხება მედია აჟიოტაჟს, ვნახეთ, რომ იყო მოკლე ერთკვირიანი მცდელობა ისტერიის დათესვისა და კონსპირაციების შექმნისა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა