ოზურგეთში, ქუჩაში გასროლის შედეგად შუა ხნის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა

ოზურგეთში, ქუჩაში გასროლის შედეგად შუა ხნის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ქუჩაზე გასროლის შედეგად შუა ხნის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. იგი კლინიკა “მედალფაში” იყო მოთავსებული.

გასროლა ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან მოხდა. ფაქტზე შუა ხნის მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა