რუსებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურებს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
კლიჩკოს თქმით, დაშავებულთაგან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მეხანძრეებმა ბენზინგასამართ სადგურებზე გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია შეძლეს.