11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება Red Bull Soapbox Race), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოძრაობა ორ ეტაპად შეიზღუდება, პირველ ეტაპზე 11 სექტემბრის 20:00 საათიდან 12 სექტემბრის 22:00 საათამდე, ხოლო მეორე ეტაპზე 12 სექტემბრის 22:00 საათიდან 14 სექტემბრის 03:00 საათამდე.

„პირველ ეტაპზე, 11 სექტემბრის 20:00 საათიდან 12 სექტემბრის 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება ღვინის აღმართზე და დუტუ მეგრელის ქუჩაზე. ასევე, მეტეხის ხიდზე ევროპის მოედნის მიმართულებით შეიზღუდება ორი სამანქანო ზოლი, ხოლო ევროპის მოედანზე - ერთი განაპირა ზოლი ნოე ჟორდანიას სანაპიროს დასაწყისამდე.

მეორე ეტაპზე, 12 სექტემბრის 22:00 საათიდან 14 სექტემბრის 03:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართზე, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ევროპის მოედანთან დამაკავშირებელ ნოე ჟორდანიას სანაპიროს მონაკვეთზე.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.

რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა