საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან მაჭავარიანი „მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელს, თამარ კინწურაშვილს პასუხობს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საპასუხო პოსტში, მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას შეახსენებს.
“ქალბატონო თამარ, არ არის საჭირო პირის ღრუს დაბინძურება, შეგიძლიათ, უფრო კორექტულად ჩამოაყალიბოთ ხოლმე თქვენი აზრი.
მსურს, საზოგადოებას შევახსენო თქვენი ბიოგრაფია:
ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან “ფეისბუქზე” გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება”, - წერს ლევან მაჭავარიანი, რითაც გაზეთ “ასავალ დასავალთან” დაკავშირებით მაჭავარიანის განცხადებაზე თამარ კინწურაშვილის რეპლიკას გამოეხმაურა.