რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე - ევრობიუროკრატები ოფიციალურ ვაშინგტონს უპირისპირდებიან - მათი საუბრები მიანიშნებს, რომ ბრიუსელი კრიზისშია

ევრობიუროკრატები ოფიციალურ ვაშინგტონს უპირისპირდებიან - მათი საუბრები მიანიშნებს, როგორ კრიზისშია დღეს ევრობიუროკრატია, განსაკუთრებით, დიპლომატიის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ.

მისივე თქმით, მარტა კოსის განცხადება ძალიან სერიოზული სიგნალია თვითონ ევროპული ინსტიტუტებისთვის.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები საბოლოო ჯამში, უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, კონკრეტულად, პრეზიდენტს და იმ იდეას, რომლის საფუძველზეც, დონალდ ტრამპს ამერიკულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და ის მეორედ გახდა ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ამ ფონზე, მათი საუბრები ნამდვილად მიანიშნებს ერთადერთზე - დღეს როგორ კრიზისშია ევრობიუროკრატია, განსაკუთრებით, დიპლომატიის თვალსაზრისით. თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ფაქტობრივად, იგივე კალასი არც უფიქრდება და არც არაფრად აგებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კიდევ ერთხელ ვხედავთ იმ კრიზის, რომელიც არის ევრობიუროკრატიაში. ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი თვითონ ევროპული ინსტიტუტებისთვის, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ასეთი არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური ბიუროკრატების ქვეშ არის, რომელსაც ევროპის ინტერესები, ფაქტია, საერთოდ არ აინტერესებს,” - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა