სამინისტრო - 2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს - მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ

2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას. არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ.

„ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინტენსიური ბაღების ფართობების ზრდაა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2.6 ათას ჰექტარზე ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

ამასთან, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ხელს უწყობდა დაბალპროდუქტიული და გადაბერებული ბაღების შენარჩუნებას, აფერხებდა ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აგრონომიული პრაქტიკის დანერგვას და ზრდიდა დაავადებების გავრცელების რისკს.

სწორედ ამიტომ, 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე ბაღების გაშენების მიმართულებით აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენებისთვის ფერმერის მიერ გაწეული ხარჯის 50%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პირველადი წარმოების პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობას, რაც ვაშლის სექტორსაც მოიცავს.

სუბსიდირების დასრულება არ ნიშნავს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შეწყვეტას. 2026 წლის 1 სექტემბერს ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ კომპანიები მზად არიან, არასტანდარტული ვაშლი მიიღონ და გადაამუშაონ. ჩასაბარებელი ფასი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ