ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დარღვევად იქნება მიჩნეული ყველა შემთხვევა, როცა პროდუქტის შეფუთვის დიზაინი, ეტიკეტირება და ვიზუალი პროდუქტის წარმომავლობისა და შემადგენლობის შესახებ მომხმარებლისთვის მცდარ შთაბეჭდილებას შექმნის

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დარღვევად იქნება მიჩნეული ყველა შემთხვევა, როცა პროდუქტის შეფუთვის დიზაინი, ეტიკეტირება და ვიზუალი პროდუქტის წარმომავლობისა და შემადგენლობის შესახებ მომხმარებლისთვის მცდარ შთაბეჭდილებას შექმნის.

ასეთი შემთხვევის გამოვლენის თაობაზე ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ისაუბრა, სადაც სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

„კონკრეტულ წვენს ეტიკეტირებაზე ეწერა, რომ ალუბლის წვენი იყო. სინამდვილეში მისი ძირითადი კონცენტრაციით ვაშლის წვენი იყო. ჩვენ კომპანიას ეს პრაქტიკა შევაცვლევინეთ. მან აღნიშნული პროდუქტი ქსელიდან მთლიანად ამოიღო. მომავალში ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა დარღვევად იქნება განხილული. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა პროდუქტს მოიხმარს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა