ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე - ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გიორგი ბარამიძის დაკავებით, „ჩვენ გვყავს პოლიტპატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი“.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი“ გადასულია რეპრესიებზე.

„გიორგი ბარამიძე არის საქართველოს პატრიოტი. ამ ადამიანის დაჭერა იმ ხალხის მიერ, რომელთა სიტყვები გამოყენებულია ოკუპანტის მიერ... ეს აბსოლუტურად მიუღებელი და აუტანელი რამაა. ივანიშვილის რეჟიმი გადასულია რეპრესიებზე. გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ადამიანს არა თუ სიტყვის, არამედ დამახინჯებული ინტერპრეტაციის გამო იჭერენ. ამ ადამიანმა სხვა ინტერვიუებში განმარტა, რომ რა ფორმულირებასაც მას ედავებიან, ამას არ გამოხატავდა. ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი. მიზეზი მარტივია, ყველა კრიტიკული ადამიანის დაჭერა უნდათ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.

დაკავებისას გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „უთხრეს, რომ დაკავებულია საქართველოს ღალატისთვის“.

19:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში ჩანიშნულია ბრიფინგი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა