ლაშა ტყეშელაძე გიორგი ბარამიძის დაკავებაზე - ერთი წლის წინ ლევან ხაბეიშვილი ლაპარაკის, სიტყვის გამო დაიჭირეს და ერთი წლის თავზე პატრიოტი ადამიანი დააკავეს, რომლის ქმედებაში სისხლის სამართლის ნიშნები არ არსებობს

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული გიორგი ბარამიძეს არ ჩაუდენია და ის სიტყვის გამოა დაკავებული.

„ტვ პირველთან“ საუბარში ტყეშელაძემ ბარამიძის დაკავებას აბსურდი უწოდა.

„ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი არ არის თუ რა მუხლით წაუყენებენ მას ბრალს, მაგრამ თუ წაუყენებენ, რა თქმა უნდა, ბრალი არის აბსურდული. გიორგი ბარამიძემ განმარტა იმ კომენტარზე, რომელიც მან იაგო ხვიჩიას გადაცემაში გააკეთა. როცა განმარტება გააკეთა, ყველა კითხვას სამართლებრივი პასუხი გაეცა. მის სიტყვებში არავითარი სამართლებრივი დანაშაული არ იყო, ხოლო თუ ვინმეს სხვაგვარი აღქმები დარჩა, ეს მათი პრობლემაა.

ყველამ, ვინც გიორგი ბარამიძეს იცნობს, იცის, რომ ის საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა და არის ქვეყნის პატრიოტი. არავის არ დაავიწყდეს, რომ ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დღეს რუსეთშია და უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. აი, ეს პროკურატურა დღეს გიორგი ბარამიძეს გამოგონილი მუხლით აკავებს. საზოგადოებას ასევე შევახსენებ, რომ გიორგი ბარამიძე გასამართლებულია რუსული სასამართლოს მიერ - მას რუსულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა და 6 წელი და 5 თვე მისცეს. ამ პირობებში პატრიოტ ადამიანს ბრალი ლაპარაკის - სიტყვის გამო წაუყენეს. ერთი წლის წინ პოლიტიკური ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ლაპარაკის, სიტყვის გამო დაიჭირეს და ერთი წლის თავზე პატრიოტი ადამიანი დააკავეს, რომლის ქმედებაში სისხლის სამართლის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა