მგონი გიორგი ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას.
როგორც ჯეჯელავა წერს, რასაც რუსეთის პროკურატურა მოითხოვს, იმას ასრულებს საქართველოს პროკურატურაც.
„ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გიორგი ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო. მთავარია რუსეთის პროკურატურამ მოითხოვოს და საქართველოს პროკურატურა სამშობლოს ღალატის კი არა, ცოლის ღალატის მიზეზითაც გაგიშვებს ციხეში. გიაც აიტანს ციხეს მაგრამ აწი რასაც მოგთხოვენ რუსები, იმას როგორ გადაიტანთ, მაგასაც ვნახავ!“ - წერს ლელა ჯეჯელავა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.