რუმინეთში რამდენიმე დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 11 სექტემბერს რუმინეთში უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები რამდენიმე ადგილას აღმოაჩინეს, კერძოდ კონსტანცას მახლობლად, ტულჩას ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და შავ ზღვაში. ორი დრონის ნამსხვრევები ტულჩაში პლაჟზე აღმოაჩინეს და კიდევ ორი ნამსხვრევი შავი ზღვიდან ამოიღეს.ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებში სპეციალისტებმა საბრძოლო ნაწილი აღმოაჩინეს, რომელიც უსაფრთხოდ გაანეიტრალეს.
სანაპირო წყლებში დრონის სავარაუდო ფრაგმენტების შესახებ შესაბამის ორგანოებს კომერციულმა გემმა შეატყობინა, რის შემდეგაც ისინი სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს. ასაფეთქებელი შიგნით არ ყოფილა. ბოლო ნამსხვრევების აღმოჩენა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა სანაპირო ტერიტორიაზე კონსტანცას ჩრდილოეთით.
ამ მომენტისთვის, დრონების კონკრეტულ სახეობაზე და მათ კუთვნილებაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.