უკრაინული მედია - რუსებმა ოდესას დაარტყეს - არიან დაშავებულები

უკრაინული მედია - რუსებმა ოდესას დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა ოდესაში სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

„მტერმა ქალაქს შეუტია. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, - აღნიშნა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.

ბოლო მონაცემებით, რუსების იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.