უკრაინული მედია - რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით საცხოვრებელ უბანს დაარტყეს.

მისი თქმით, რუსების იერიშმა ქალაქში ხანძარი გამოიწვია, ხოლო ერთი საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა.

ფედოროვის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

ასევე, გასულ ღამეს, რუსებმა კრივი-რიჰსაც შეუტიეს, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

რუსულმა ძალებმა სამრეწველო ობიექტს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ