ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების გამო დამნაშავეები დასავლური გლობალისტური ელიტები არიან

უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების გამო დამნაშავეები დასავლური გლობალისტური ელიტები არიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უკრაინაში დღევანდელი კრიზისი მათ მიერ არის პროვოცირებული. ეს ზეწოლის მუდმივი ელემენტია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება მიუღებელია. საბოლოოდ, უკრაინამდეც მივიდნენ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი „დასავლეთმა ხელისუფლებიდან გადატრიალების მეშვეობით გადააყენა“.

„ახლა პრეზიდენტ იანუკოვიჩის საქმიანობას არ შევაფასებ. ალბათ, ბევრი შეცდომა იყო და ალბათ, მოსახლეობის უკმაყოფილების საფუძველიც არსებობდა. მაგრამ, ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო. მაშინვე, როგორც კი რეჟიმი სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით შეცვალეს, მათ მიზნად უკრაინის ნატო-ში შეთრევა დაისახეს. საბოლოოდ, სწორედ ეს გახდა უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების ძირითადი მიზეზი. ამაში დამნაშავეები სწორედ ისინი არიან - დასავლური გლობალისტური ელიტები. თუმცა, ისინი ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ