უკრაინული მედია - რუსეთის სამარისა და როსტოვის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა

რუსეთის სამარისა და როსტოვის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატსა და როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, ქალაქ ტოლიატში დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი „კუიბიშევ აზოტის“ ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.

დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც.

ასევე, „ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, ტაგანროგში დარტყმა აეროდრომზე განხორციელდა, სადაც განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 708-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ