შვედეთში კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შვედეთის მოსახლეობა ხვალ, 13 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანოს, რიქსდაგის ახალ შემადგენლობას აირჩევს.
საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მემარჯვენე ბლოკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის მემარცხენე ბლოკს დაუპირისპირდება.
ულფ კრისტერსონის კოალიციური მთავრობა, რომელიც მისი „ზომიერი პარტიისგან“, „ქრისტიან-დემოკრატებისგან“ და „ლიბერალებისგან“ შედგება, შვედეთს 2022 წლის შემდეგ მართავს. პარლამენტში კრისტერსონის მთავრობას მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე „შვედეთის დემოკრატები“, თუმცა პარტია ოფიციალურად კოალიციის წევრი არ არის.
კვირას დაგეგმილი არჩევნების წინ კრისტერსონმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში „შვედეთის დემოკრატების“ მთავრობის შემადგენლობაში შესვლას მხარს დაუჭერს.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მაგდალენა ანდერსონის ოპოზიციური ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს. ოპოზიციური ბლოკი „სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან“, „მემარცხენე პარტიისგან“, „მწვანეთა პარტიისგან“ და „ცენტრისტული პარტიისგან“ შედგება.
შვედეთის 349 ადგილიან პარლამანეტში უმრაველოსობისთვის 175 მანდატია საჭირო.