ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე

მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავიდეს, თუ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმას რას ეტყვის პუტინს, ან პუტინი რას ეტყვის მას.

„საქმე სიტყვებს არ ეხება. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შედეგია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ