ბულგარეთში, იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ცენტრალურ ბულგარეთში მდებარე იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს საწყობში პარასკევს საღამოს მოხდა.
აფეთქების შემდეგ ხანძარი ერთ ობიექტზე გაჩნდა, ხოლო შემდეგ მეზობელ საწყობებზეც გავრცელდა.
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში EMCO-ს ობიექტზე აფეთქების მეორე შემთხვევაა. კომპანია EMCO ემილიან გებრევს ეკუთვნის. ბულგარეთის პროკურატურის განცხადებით, კომპანიის ობიექტები წარსულში რუსი აგენტების სამიზნე იყო. ასევე, პროკურატურა 2015 წელს გებრევის მოწამვლის მცდელობის საქმესაც იძიებდა.
ბულგარეთმა 2024 წელს რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გამოსცა EMCO-ს საწყობების აფეთქებებში მონაწილეობის გამო. კერძოდ, საქმე უკავშირდებოდა 2011-2020 წლებში იმ საწყობებში მომხდარ აფეთქებებს, სადაც უკრაინასა და საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა ინახებოდა.