დონალდ ტრამპი - სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დუბლინში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ისინი არიან. სავარაუდოდ, ისინი არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტები“ მის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ.

„მათ ჩვენთან ბრძოლა არ სურთ. მათ ურჩევნიათ, რომ არ ჩავერიოთ. ისინი გემების უმეტესობას ატარებენ. ერთი ქვეყანაა, რომელთანაც უკმაყოფილება აქვთ, მაგრამ ამას მოვაგვარებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მედინასა და ერ-რიადის მონაკვეთებზე „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნავთობსადენის მუშაობა დროებით შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც მასზე დრონებით თავადასხმა განხორციელდა. ერაყის მთავრობის ცნობით, დრონები მისი ტერიტორიიდან, კერძოდ მაისანის პროვინციიდან იქნა გაშვებული, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები მოქმედებენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ