ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების საკითხი ჯერ არც კი განხილულა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ეს საკითხი არც კი განხილულა. ჩვენ ექსპერტების დონეზე მუშაობას ვაგრძელებთ. ისინი მუდმივად მუშაობენ მომავალი სამიტის დოკუმენტებზე“, - აღნიშნა უშაკოვმა.
მისი თქმით, „ამერიკულ მხარესთან მუშაობა გრძელდება“.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინს მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდეს, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი დაესწრება.