საერთაშორისო ურთიერთობების უნიპოლარული სისტემა წარსულს ჩაბარდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური გარდაქმნები მიმდინარეობს.
„საზოგადოების სტრუქტურა და მსოფლიოს დემოგრაფიული რუკა ტრანსფორმაციას განიცდის. ძალთა ბალასის გადანაწილება გლობალურ სამხრეთსა და აღმოსავლეთში არსებული განვითარების ცენტრების სასარგებლოდ ხდება“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მეტი სახელმწიფო ხმამაღლა აცხადებს მისი მზადყოფნის შესახებ, რომ ეროვნული ინტერესები დაიცვას.
„მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის პირობებში, რომელიც ფორმირებას განიცდის, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების საქმიანობაში, გამოწვევებსა და საფრთხეებზე პასუხების ძიებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში მეტი ქვეყნის ჩართვაზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.