მოქალაქეებმა დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს საპატიმრო გირაოს გადასახდელად თანხა შეუგროვეს

მოქალაქეებმა დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს საპატიმრო გირაოს თანხა შეუგროვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც თელავის რაიონულმა სასამართლომ ექიმს საპატიმრო გირაო შეუფარდა, სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია, რომლის საშუალებითაც გირაოს თანხის გადასახდელად სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა თანხის შეგროვება დაიწყეს.

„მეგობრებო, მაია ექიმისთვის 50 ათასი ლარი შეგროვდა ერთ საათში, მის გამოსახსნელად. მადლობა ყველას. აღარ ჩარიცხოთ!

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხის საყვარელ ექიმს, ჩვენი თანამებრძოლების დედას გამოვიხსნით. დანარჩენს, რა ხდებოდა დღეს სხდომაზე და ამ საქმის დეტალებს წვრილად მოგიყვებით. ახმეტაში ვაგრძელებთ მუშაობას რეპორტაჟზე!“,- წერს მთივლიშვილი.

ინფორმაციისთვის, მაია კოხტაშვილი საპატიმროს სწორედ მას შემდეგ დატოვებს, რაც გირაო დაიფარება.

შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემა ედება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.

მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ